ახალი ამბები
3 აპრილიდან დასავლეთ საქართველოში ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, ქუთაისში მიმდინარე წლის 31 მარტს ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, თუმცა უნალექო ამინდის შენარჩუნდებას პროგნოზირებენ.

"31 მარტს და 1 აპრილს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთშიც დაიკლებს ტემპერატურა. რაც შეეხება,  2 აპრილს, ველოდებით წვიმას და ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსამდე გათბება", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 3 აპრილს გამოიდარებს და ჰაერი 25 გრადუსამდე გათბება.



Print