ახალი ამბები
"ქუთაისი აფეთქდა" - წერეთლის უნივერსიტეტში გიორგი კეკელიძის ლექცია ჩატარდა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში პოეტის, მწერლის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია "ლიტერატურა და ანიმაცია" გაიმართა.

„ქუთაისი აფეთქდა“ ასე შეაფასეს ლექციის მსვლელობა. ვინაიდან საჯარო ლექციაზე დასწრების ბევრი მსურველი აღმოჩნდა. რამაც შეცვალა ლექციის ადგილი. მან უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზიდან სააქტო დარბაზში გადაინაცვლა.

გიორგი კეკელიძემ ლექციაზე ორი ანიმაციური ფილმი წარმოადგინა, რომელსაც წინ უძღოდა მოკლე შესავალი ლიტერატურის რაობაზე.

"ლიტერატურა იყო და არის საკუთარ თავთან მარტო დარჩენის შედეგი. როდესაც ადამიანებმა პირველად დაიწყეს სინკრეტული აზრით ხელოვნების ნაწარმოების შექმნა. მთავრი მამოძრავებლი ძალა იყი შიში. შიში ღმერთის და საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ღმერთს ესაუბრები, ამავდროულად ცდილობ საკუთარ თავს ესაუბრო ამ საუბრის ფორმა ვერ იქნება ყოველდღიური. იგი იმთავითვე გულისხმობდა იგავურ ენას", - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

კეკელიძემ ლიტერატურის ფორმაზეც ისაუბრა და იმ ვნებაზეც რასაც პერსონაჟთან გაიგივება და იდენტიფიცირება ქვია.
"ფორმა არის მხატვრული ლიტერატერატურის განმსაზღვრელი. როდესაც ვკითხულობთ ტექსტებს და ვეხებით პერსონაჟებს, რომლებიც გამოგინელები არიან სურვილი გვიჩნდება შემოვიდნენ ჩვენში ან ჩვენ შევიდეთ მათში", - მიაჩნია კეკელიძეს.

პერსონაჟთან გაიგივება კი, ყველაზე ძლიერად მაინც ვიზუალურ ხელოვნების შემთხვევაში ხდება, მათ შორის ანიმაციის შემთხვევაში. რომელიც ვიზუალური ხატებით ყვება მარადიულ თემებზე.

გიორგი კეკელიძესთან შეხვედრის ინიციატორი აკაკი წერეთლის სახელწმიფო უნივერისტეტის ისტორია-არქეოლოგიის დეპარტამენტი და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულების სტუდენტები გახლდათ.


Print