ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის სასამართლო პროცესი 28 აპრილს გაიმართება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, ლაშა გვენეტაძის, მისი ძმის შოთა გვენეტაძისა და მეგობრის,  შიო ჯანელიძის სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 28 აპრილს, 12 საათზეა ჩანიშნული. დაცვის მხარის ადვოკტის, გიორგი დვალიშვილის თქმით, პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად სხდომის გადავადება მოითხოვა.

"ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით წინასწარი პატიმრობის ვადის გახანგრძლივებაზე, მაგრამ მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და 28 აპრილამდე გადაწია პროცესი. ბრალდების მხარე დამატებით დროს ითხოვს  ექსპერტიზის ჩასატარებლად და  სამწუხაროდ, როგორც წესი, ეს პროცესი ჭიანურდება",- აცახაადებს გიორგი დვალიშვილი.

მისივე თქმით, სხდომაზე დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის კვლავ გირაოთი გათავისფლების შუამდგომლობას დააყენებს. 

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატაი ძმასთან და მეგობართან ერთად მამის საფლავის გაძარცვის გამო, მათი ვარაუდით ძარცვაში ეჭვმიტანილის ცემის ფაქტზე, სამართალდმაცავებმა მიმიდინარე წლის 7 თებერვალს დააკავეს.

დაკავებულებს,  ბრალი 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით აქვთ წარდგენილი,  რაც, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მუქარით ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალსიწინებს.

ამავე თემაზე:

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გაძარცვული საფლავი და დაკავებული დეპუტატი (ფოტო)

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში უფლებამოსილება შეუჩერდება




Print