ახალი ამბები
ქუთაისში ჭომის უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
ქუთაისში მიმდინარე წლის 31 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 1350 აბონენტს დროებით შეუწყდება.

"ენერგო პრო ჯორჯია" სერვისცენტრის ცნობით, დავით და კონსტანტინეს, რუას, ჩანჩიბაძისა და ჭომის უბანს, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდება.

"ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია პერიოდულად ატარებს გამანაწილებელ ქსელში," - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანავე აბონენტების ენერგომომარგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
Print