ახალი ამბები
ქუთაისის ბაღების გაერთიანების თანამშრომლები მათ წინააღმდეგ სასამართლო დავის შეჩერებას ითხოვენ
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, საბავშვო ბაღების თანამშრომლების საქმეზე განჩინებას დღეს გამოაცხადებს.

ააიპ გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილი სარჩელზე მოსამზადებლი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო. თუმცა, იმის გამო რომ ადვოკატმა საქმის შეჩერებაზე სარჩელი შეიტანა, ამიტომ განჩინების გამოცემის შემდეგ გახდება ცნობილი გაგრძელდება თუ არა საქმის წარმოება.

საბავშვო ბაღების თანამშრომლების ადვოკატის, რობიზონ ხურცილავას თქმით, ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს შორის არიან ზაალ ხონელიძე, მაკა აბულაძე და ნანა კაკურია. რომელთა ნაწილმა (მაკა აბულაძე და ნანა კაკურია) გაერთიანებას სასამართლო დავა მოუგო, ხოლო ზაალ ხონელიძის საქმე უზენაეს სასამართლოშია.

"ამიტომ მოვითხოვე მანამდე შეჩერდეს აღნიშნული სასამართლო პროცესი, ვიდრე ამ სამი ადამიანის მიმართ პროცესი არ დასრულდება", - ამბობს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების იურისტი, რამაზ იობიძე განმარტავს, რომ თუკი შეჩერდება საქმის განხილვა გაასაჩივრებენ.

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თავდაპირველად სარჩელი 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეიტანა, თუმცა, მოგვიანებით 158 ადამიანზე სასამართლო დავა შეწყვიტა. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა "აღიარა", რომ გაფიცვა არაკანონიერი იყო.



ამავე თემაზე:

ქუთაისის ბაგა–ბაღების 187 თანამშრომლის წინააღმდეგ საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში მიიღო
ქუთაისის ბაღების გაერთიანებამ 132 თანაშრომლის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა
ბაღების გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო ბაღების თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს  30 მარტს განიხილავს





Print