ახალი ამბები
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა
FaceBook
ქუთაისში, გამსახურდიას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალს  BMW-ეს მარკის ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგად შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
როგორც თვითმხილველები განმარტავენ, ქვეითი ოჯახის წევრებთან ერთად გადაადგილდებოდა.

"ხმაურზე გავიხედეთ ქუჩის მახრეს. ადგილზე როცა მივედით შუახნის ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო", -ამბობს თვითმხილველი. მათივე თქმით, ქალის თანმხლები პირებს აარაფერი დაშავებიათ.

შინაგან საქმეთა სამისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის 5 ნაწილით  დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.
Print