ახალი ამბები
ქუთაისში სასაფლაოების ტერიტორია შესაძლოა გაიზარდოს
FaceBook
ქუთაისის მერია დამატებითი სასაფლაოების მოწყობის მიზნით მიწას აუქციონზე გამოიტანს. საუბარია, საფიჩხიის სასაფლაოსთან არსებულ ტერიტორიაზე, რომელიც წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარს ესაზღვრება. ასევე, შესაძლებელია ტერიტორია მიემატოს ძელქვიანისა და წყალტუბოს გზაზე არსებულ სასაფლაოებსაც.

"ეს არის მუნიციპალიტეტის გაუსხვისებელი ქონება, რომელიც ეკუთვნის შპს "ქართულ ტრადიციებს" სასაფლაოს მოწყობის მიზნით, თუმცა მას ამის საშუალება არ აქვს. ამიტომ, გამოვიტანთ აუქციონზე და მივცემთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მოაწყოს იქ სასაფლაო. შესაძლებლობას ვაჩენთ იმასა, რასაც ჩვენ ვერ ვმართავთ, ნაწილობრივ გადაეცეს კერძო კომპანიას," - განმარტა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერმა.

საკრებულოში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ქალაქის მერის ინიციატივა გააკრიტიკეს.
"თქვენი მმართველობის პროცესში ერთადერთი რაც ვითარდება, დამკრძალავი ბიზნესია. ქალაქის ცენტრში რატომ უნდა გაიზარდოს სასაფლაო. ეს გააკეთეთ ქალაქგარეთ," - განმარტა ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია უკლებამ.

შპს "ქართული ტრადიციები 2011" ქალაქის ტერიტორიაზე 13 სასაფლაოს მოვლა-პატრონობაზეა პასუხისმგებელი. გარდა, ამისა ქუთაისში რამდენიმე კერძო სასაფლაოც ფუნქციონირებს.
Print