ახალი ამბები
7 აპრილიდან ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური იზრდება
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ახალი საფასური დაადგინეს. მიმდინარე წლის 7 აპრილიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა 0.50 ლარი გახდება, ავტობუსით კი - 0,40 ლარი.

"ერთადერთი გამოსავალი იყო ფასის მატება, წინააღმდეგ შემთხვევაში მთლიანად გაჩერდებოდა ტრანსპორტი. ეს 10 თეთრიანი მატება არის მინიმალური ზღვარი, რაც შევძელით. ვერავინ დააძალებს ვერავის, რომ იმუშაოს წაგებაზე," - განმარტა ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ.

მისივე განმარტებით, გადამზიდ კომპანიებთან შეთანხმებით, ქუთაისში მცხოვრები 12 500 სოციალურად დაუცველი პირი ისევ ძველი ტარიფით იმგზავრებს. სოციალურად დაუცველი პირების უფასო მგზავრობისთვის საჭირო 300 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

მურღულიას ინფორმაციით, ამ პირებისთვის სპეციალური ფასდაკლების ბილეთები დაიბეჭდება, რასაც 2017 წლის 1 იანვრამდე გადამზიდი კომპანიები, შემდეგ კი მერია უზრუნველყოფს. მგზავრობის ტარიფის ზრდა საკრებულოს ოპოზიციამ გააკრიტიკა.

"მახსოვს შარშანდელი თქვენი ტრაბახი, რომ ტრანსპორტის მხრივ ქალაქში შექმნიდით სამოთხეს. ახლა კი მივიღეთ პარალიზებული ტრანსპორტი. ესაა გაუმჯობესება? გიყვარს ტრაბახი და ვერ მართავ ქალაქს. თქვენი არასწორი მართვით ფასების ზრდა გარდაუვალია," - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გია უკლებამ ქუთაისის მერს.

ქუთაისში, მგზავრობის არსებული ტარიფი სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს ორდღიანი გაფიცვით გააპროტესტეს და ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს.



ამავე თემაზე:


ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print