ახალი ამბები
ქუთაისში შშმ პირთა საოჯახო ტიპის სახლი გაიხსნა
FaceBook

ქუთაისში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება გაიხსნა.


სპეციალიზებული საოჯახო ტიპის სახლი ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბავშვებს გაუწევს მომსახურებას.

სახელმწიფო დაწესებულებებიდან გადაყვანილი ბავშვები აქ 24 საათიან საექთნო მომსახურებას, რეაბილიტაციას, ინდივიდუალური განვითარების და თემში ინტეგრირების სერვისებს მიიღებენ.

საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება მძიმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის USAID-ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის პროექტის ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც იუნისეფი 2015 წლიდან ახორციელებს.

პროექტის მიზანი, ჩვილების და ბავშვების ოჯახურ გარემოში გაზრდა და მათი ინდივიდუალური განვითარებისათვის საჭირო მომსახურებების მიწოდება არის.

ქუთაისში ახალი, საოჯახო ტიპის სპეციალიზებული მომსახურება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) მხარდაჭერით შეიქმნა. ახალი მომსახურება აშშ-ს ელჩმა იან კელიმ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ლაილა ომარ გადიმ გახსნეს.




 

Print