ახალი ამბები
ქუთაისის 13 სასაფლაოზე გზები და მისასვლელი ბილიკები სუფთავდება
FaceBook

ქუთაისში, 13 საქალაქო სასაფლაოზე,  ცენტრალური გზებისა და მისასვლელი ბილიკების გაწმენდა-დასუფთავება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს.

შპს "ქართული ტრადიციები 2011-ის" დირექტორის მოადგილის, გოჩა მარგველაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულამდე ქალაქის ყველა სასაფლაო მოწესრიდგება.

"ქართული ტრადიციები 2011", რომელიც სასაფლაოების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს, პარალელურად, საპილოტე პროექტის "სასაფლაოების დასუფთავების" ფარგლებში, მოქალაქეებს კონკრეტული თანხის სანაცვლოდაც ემსახურება. ერთწლიანი მომსახურების ღირებულება 60 ლარს შეადგენს, ხოლო 6 თვის განავლობაში საფლავის მოვლა-პატრონობა მსურველს 30 ლარი დაუჯდება.

"ქართული ტრადიციები 2011"–ში განმარტავენ, რომ ამ დროისათვის ხელშეკრულება 150 მომხმარებელთან გაფორმდა, შემოსულმა თანხამ კი 3 000 ლარი შეადგინა.

ორგანიზაცია მიმდინარე წელს ძელქვიანის სასაფლაოსთან მისასვლელი და შიდა გზების ბეტონით, ჭირისუფლებისათვის კი ავტოსადგომის მოწყობის სამუშაოების დაწყებას გეგმავს, რომელიც მაისის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
Print