ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ
FaceBook

ტყიბულში, გუშინ მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გარდაცვლილის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ. მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებსაც.


"საღამოს მეოთრე ცვლაში შედიოდა დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა. სროლის ხმა შახტის შესასვლელთან იყო. მაგრამ ვერ გეტყვით ვინ ან რატომ ესროლა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

გარცვლილი პირი მინდელის სახელობის შახტაში მუშაობდა. როგორც მაღაროს დაცვის წევრები განმარტავენ, ორი გასროლის ხმა იყო.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოიძახეს. თუმცა, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

ტყიბულის სასწრაფო სამედიცინო დაწესებულების ხემძღვანელის, მაგდა კობახიძის განმარტებით, ტყიბულის შახტასთან მოკლული მამაკაცი გუშინ ღამით 00:22 საათზე შეიყვანეს, რომელსაც გულმკერდის და ზურგის არეში სისხლის დიდი ოდენობით კვალი აღენიშნებოდა.


მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც პირზე ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

Print