ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს
FaceBook

ტყიბულში შახტის თანამშრომლის მკველელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.


უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის  კოდექის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. რაც პირზე ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში თანამშრომელი გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი მაღაროში სამუშაოდ მიდიოდა, რა დროსაც მას დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

 

Print