ახალი ამბები
"თავისუფალი საქართველო" მესხიშვილის თეატრის ეზოში კაფის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს
FaceBook

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გოგი წულაია მესხიშვილის თეატრის ეზოში  კაფის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.


მისი თქმით, კაფეს სანაცვლოდ ხეების მოჭრა დანაშაული იქნება და არც კაფეს კაპიტალური მშენებლობა არ იქნება მიზანშეწონილი.

"ყველგან სადაც თავისუფალ ადგილს ნახავენ როგორ შეიძლება რაღაც ჩააკვეხოთ? თუკი მშენებლობა არ შეიწირავს ხეებს მე მივესალმები, ხოლო თუკი კაპიტალური მშენებლობა იგეგმება ეს კატასრტროფული იქნება", - ამბობს გოგი წულაია.

მესხიშვილის თეატრის დირექტორი, სულხან გოგოლაშვილი განმარტავს, რომ მათთან შეთანხმების გარეშე არაფერი გადაწყდება. მისი თქმით, ჯერჯერობით ისიც ტყულია, რომ აქ რაიმე შენობის აშენება უკვე გადაწყვეტილია.

"თავისთავად, როცა ადამიანს, არენდით აქვს რაღაც აღებული რაღაცას გეგმავს, მაგრამ მას ჩვენთან ხელშეკრულებაში უწერია, რომ მან ყველაფერი ჩვენთან უნდა შეათანხმოს. ამიტომ, ხეების მოჭრა გამორიცხულია. რადგან ხელშეკრულებაში პირდაპირ წერია, რომ ამის უფლება მას არ აქვს", - ირწმუნება სულხან გოგოლაშვილი.

მესხიშვილის ეზოში არსებული მიწის ნაკვეთი (866 კვ მ ) 2012 წელს, აუქციონის წესით, კულტურის სამინისტროსა და ეკონომიკის ნებართვით, გასხვისდა. მისი მფლობელი შპს "კონიკო"-ა, რომელსაც ტერიტორია 15 წლიანი იჯარით გადაეცა. მოიჯარის წლიური  ქირა ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი 6 350 ლარს შეადგენს. 

Print