ახალი ამბები
ქუთაისში ტრანსპორტზე ტარიფის ცვლილებას საკრებულო 29 მარტს განიხილავს
FaceBook
ქუთასისის საკრებულო მიმდინარე წლის 29 მარტის სხდომაზე, საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ახალ ტარიფს დაადგენს. საკითხი უკვე განიხილეს საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა.

ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აპრილიდან, საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით გაიზრდება.

მგზავრობის გაძვირებას არ გამორიცხავს ქალაქის მერიც. შოთა მურღულია განმარტავს, რომ გადამზიდავ კომპანიებთან ძირითად საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

"მათ, ვისაც 10 თეთრით იაფად უნდა მგზავრობა, ამის შესაძლებლობა 8-9 საათამდე ავტობუსით აქვთ. 11-ის ნახევრიდან 11 საათამდე კი, 10 თეთრით ძვირად, მარშუტით შეეძლება გადაადგილება. ახალი გრაფიკი, რომელიც კომპანიებმა მოგვაწოდეს, არ მოიცავს ტყუილს ძველისგან განსხვავებით. იმ გრაფიკით რომ რეალურად ემოძრავათ, დაახლოებით 60 თეთრი უნდა გამხდარიყო მგზავრობა მინიმუმ ხარჯი რომ დაეფარათ", - ამბობს შოთა მურღულია.

ქუთაისში, მგზავრობის არსებული ტარიფი სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს ორდღიანი გაფიცვით გააპროტესტეს და ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს.


ამავე თემაზე:


ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაიფიცნენ

"ვითხოვთ მხოლოდ ათ თეთრს" - ქუთაისში გაფიცული მძღოლების მოთხოვნები

"არ გვეუბნებიან იმუშავებენ თუ არა"- მგზავრები გაფიცულ მძღოლებზე (ფოტო)

"გაფიცვა არაფერს მოგცემთ" - ვიცე-მერი გაფიცულ მძღოლებს

"დღეს ტრანსპორტი არ იმოძრავებს" - ქუთაისში მძღოლების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისში მეორე დღეა საქალაქო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცულები არიან

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

"დაჯარიმება და გაფიცვა არავის უნდა" - გადამზიდი კომპანიები მერიის სანქციებზე
"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს
Print