ახალი ამბები
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ქუთაისში ევროკავშირისა და ეროვნული დროშები გამოფინეს
FaceBook
ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქუთაისის ცენტრალურში ევროკავშირისა და საქართველოს ეროვნული დროშები გამოფინეს.
ამასთანავე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს სიურპრიზები მოუწყვეს. ბუდაპეშტისა და ლარნაკას ავიარეისის მგზავრთა ნაწილი ბილეთებით დაასაჩუქრეს.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს.

შენგენის ზონა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.
ამასთანავე, მათ შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღე ერთმანეთზე მიყოლებით ან ჯამში 90 დღე.

შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დეპორტაცია და ჯარიმები მოჰყვება.



Print