ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტიდან უვიზოდ ბუდაპეშტში 176 მგზავრი გაფრინდა
FaceBook
უვიზო რეჟიმის ფარგლებში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეისი 05:45 წუთზე ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა.
მეორე რეისი კი 06:00 სთ-ზე სალონიკის მიმართულებით განხოციელდა. პირველ რეისზე რეგისტრაცია 176 მგზავრმა გაირა.

იმ მზგავრებისთვის, რომლებისც დღეს ქუთაისის აეროპორტიდან მიფრინავდნენ გათამაშება მოეწყო. გათამაშების შედეგად 4 მგზავრს სხვადასხვა მიმართულებით სამგზავრო ბილეთები საჩუქრად გადაეცათ.

"მგზავრები, რომლებიც დღეს მიფრინავენ, გაიარეს გათამაშების ეტაპი. სადაც მათ დამატებით მომავალში გამოსაყენებლად თითო-თითო ბილეთი გადაეცათ. ასეთი სულ 4 მგზავრი იყო, რადგან დღეს ქუთაისის აეროპორტიდან 4 რეისი სრულდება ევროპაში", - ამბობს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მარიკა ზაუტაშვილი.

აეროპორტში დამატებითი სარეგისტრაციო დახლები განალაგეს. დღის განმავლობაში კიდევ ორი რეისი 12:35 სთ-ზე ლარნაკას, ხოლო 21:55 სთ-ზე ვარშავას მიმართულებით შესრულდება. მგზავრთა ნაკადის ზრდის გამო, იგეგმება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება.

მოქალაქები დადებითად აფასებენ უვიზოდ მიმოსვლას, მოუწოდებენ თანამოქალაქეებს, რომ დაიცვან ვალდებულებები, რომელიც ევროპაში გამგზავრების მსურველებს ეკისრებათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად და ასეთი პირი დაექვემდებარება საქართველოში დაბრუნებას.

შენგენის ზონის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას დეპორტაცია და ჯარიმები მოჰყვება.

Print