ახალი ამბები
ქუთაისში, ქალთა საერთაშორისო ჩემპიონატი რაგბი შვიდში ჩატარდა
FaceBook
ქუთაისში "აია არენაზე" ქალთა ღია ჩემპიონატი რაგბი შვიდში  27 მარტს გაიმართა.

ტურნირი საერთაშორისო გახლდათ და მასში მონაწილეობას იღებდა სამი ქართული და ერთი ბერძნული გუნდი. მათ შორის, ქუთაისელ რაგბისტ ქალთა გუნდი "აია".

ქუთაისელებმა შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს ანგარიშით 20:10  მოუგეს.
თუმცა, დამარცხდნენ საბერძნეთის "სალონიკთან", ანგარიშით - 10:5 და საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით - 30:0 .

ქუთაისელ რაგბისტ ქალთა გუნდი მხოლოდ ცხრა თვეა რაც არსებობს, თუმც სამი რაგბისტი საქართველოს ნაკრებში თამაშობს.

"ეს შეხვედრა მოსამზადებელ პერიოდს წარმოადგენს ჩვენი გუნდისთვის, რომელიც ემზადება საქართვლოს ეროვნული ჩემპიონატისათვის", - აღნიშნავს ქუთაისის "აიას" რაგბისტ ქალთა გუნდის მწვრთნელი ტიხონ ხახალეიშვილი.

ეროვნული ნაკრები ემზადება ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც სექტემბერში საფრანგეთში გაიმართება.

რეზი ბურჯანაძე




Print