ახალი ამბები
პროფესიული პროგრამების უფასოდ შესწავლისთვის რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის 27 მარტს დაიწყო და 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
მეღვინე, მზარეული, გიდი, მკერავი, გზების მშენებელი და 150-მდე სხვა პროფესიის შესწავლის მსურველებს სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ პირადობის მოწმობით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.

სამინისტროს ცნობით, წელს პირველად, აპლიკანტებს საშუალება აქვთ რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე www.vet.emis.ge

პროფესიული განათლების მიღება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც შეუძლიათ.



Print