ახალი ამბები
"სავარაუდოდ, გაიზრდება" - ქუთაისის მერი მგზავრობის ღირებულებაზე
FaceBook
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას თქმით, საქალაქო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება. ქალაქის მერის განმარტებით, გადამზიდავ კომპანიებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია. 

"მგზავრობის ღირებულება სავარაუდოდ, გაიზრდება. თუმცა, გაჭირვებული ადამიანებისთვის  ტარიფი არ მოიმატებს, ამას მივაღწიეთ. დანარჩენებს, შესაძლოა  თვითღირებულებით  მოუწიოს გადახდა", - ამბობს ქალაქის მერი.

მისივე თქმით,  კომპანიებთან უკვე შეთანხმებულია ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკიც, რომელიც  მოქმედ გრაფიკთან შედარებით გაუმჯობესებულია. 

"მათ, ვისაც  10 თეთრით იაფად უნდა მგზავრობა, ამის შესაძლებლობა   8-9 საათამდე ავტობუსით აქვთ. 11-ის ნახევრიდან  11 საათამდე კი,  10 თეთრით ძვირად,  მარშუტით შეეძლება გადაადგილება. ახალი გრაფიკი, რომელიც კომპანიებმა მოგვაწოდეს, არ მოიცავს ტყუილს ძველისგან განსხვავებით.  იმ გრაფიკით რომ რეალურად  ემოძრავათ, დაახლოებით 60 თეთრი უნდა გამხდარიყო მგზავრობა მინიმუმ ხარჯი რომ დაეფარათ", -  ამბობს შოთა მურღულია.

ქუთაისში, მგზავრობის არსებული ტარიფი  სატრანსპორტო ხაზებზე დასაქმებულმა მძღოლებმა მიმდინარე წლის 6 მარტს ორდღიანი გაფიცვით გააპროტესტეს და ღირებულების 10 თეთრით გაზრდა მოითხოვეს.

ამავე თემაზე:

შეწყვეტილი გაფიცვა და 10 თეთრით გაძვირებული ტრანსპორტი ქუთაისში

ქუთაისელები მგზავრობის ღირებულების თვითნებურად გაზრდაზე - გამოკითხვა (ვიდეო)

"ველოდებით პროცედურებს" - ქუთაისში, შესაძლოა, საქალაქო ტრანსპორტი 1 აპრილიდან გაძვირდეს

ამოყრილი სავარძლები და ანტისანიტარია ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში (ფოტორეპორტაჟი)


Print