ახალი ამბები
ბაღების გაერთიანების მიერ თანამშრომლების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სასამართლო 30 მარტს განიხილავს
FaceBook

ქუთაისის საბავშვო ბაღების 55 თანამშრომლის წინააღმდეგ მორიგი სასამართლო დავა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 30 მარტს გაიმართება.


საუბარია, იმ თანამშრომლებზე რომლებიც 2015 წლის 11 დეკემბერს ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციამ კი, მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ააიპ დაწესებულება გაფიცვის უკანონოდ ცნობას და ბაღებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

გაერთიანების იურისტის, რამაზ იობიძის თქმით, 30 მარტს მოსამზადებელი პროცესი გაიმართება, სადაც,  მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ.

ქუთაისის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ თავდაპირველად სარჩელი 187 თანამშრომლის წინააღმდეგ შეიტანა,  თუმცა, მოგვიანებით 132 ადამიანზე სასამართლო დავა შეწყვიტა.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ სასამართლო დავა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა აღიარა, რომ გაფიცვა  არაკანონიერი იყო.









 

Print