ახალი ამბები
ქუთაისში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად ევროკავშირის დროშებს გამოფენენ
FaceBook

ქუთაისში, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად საქართველოს და ევროკავშირის დროშებს გამოფენენ.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ 28 მარტს დროშები  მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გამოიფინება.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას 2017 წლის 2 თებერვალს მხარი დაუჭირა.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ტერიტორიაზე თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობს.

შენგენის ზონა ევროკავშირის 22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას მოიცავს.

უვიზო მიმოსვლით ისარგებლებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს ყველა მოქალაქე – 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.

ამასთანავე, მათ შეუძლიათ გამოიყენონ 90 დღე ერთმანეთზე მიყოლებით ან ჯამში 90 დღე.

 

Print