ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა ქუთაისი მერმა, იმერეთის მხარის გუბერნატორიის წარმომადგნლებმა და ქუთაისი მჟორიატარმა დეპუტატმა დაათვალიერა.

ქალაქი მერის, შოთა მურღულიას  თქმით, საქართველოში ყველაზე დიდი საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა ქუთაისში შენდება.

" მნიშვნელოვანია, რომ ეს მშენებლობა ქალქთან, განათლებასთან და უნივერსიტეტთან არის მიბმული. ეს არის კარგი მაგალითი იმასა, როცა მოვინდომეთ და ერთად შევძელით ამ პროეტქის დაწყება",  - ამბობს ქუთაისის მერი.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის გიორგი ღავთაძის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში კორპუსის შენობა, ხოლო წლის ბოლოსთვის  ობიექტის კეთიმოწყობითი სამუშაობი დასრულდება.

"მიხარია, რომ უკვე აქტიურად მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა, მართალია ტენდერის გამოცხადების შემდეგ გაჭიანურდა პროცედურები, მაგრამ მშენებლობა ისეთი ტემპით მიდის მალე ვნახავთ საბოლოო შედეგსაც", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი ღავთაძე.

ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობაზე მიწვეულმა სტუმრებმა შენობის ნაწილში სიმბოლური კაფსულაც ჩაუშვეს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახალი საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობა მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო.

სამშენებლო სამუშაოებს სს"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი" ახორციელებს.

"სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთმა" წერეთლის უნივერსიტეტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. საბიბლიოთეკო კორპუსის მშენებლობისთვის კომპანია 2 085 265 ლარს მიიღებს. აქედან 200 000 ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, 20%-ს უნივერსიტეტი დახარჯავს, ხოლო დარჩენილ თანხას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაიღებს.

 

Print