ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოში 29 მარტიდან გამოიდარებს
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 27- 28 მარტს წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსები თქმით, ქუთაისში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და დაბლობში დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.

"დასავლეთ საქართველოს მთაში ჰაერის ტემპერატურა 1+6 გრადუსი, ხოლო მაღალ მთაში -1 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში მიმდინარე წლის 29 მარტს გამოიდარებს და ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში მიმიდნარე წლის 1 - 2 აპრილს კვლავ არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.


Print