ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება
FaceBook

ქუთაისის დავით აღმაშენებლის  საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება.

დაგეგმილია ახალი ტერმინალის დამატება.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა კონცეფციაზე, რომ უფრო მარტივად გადანაწილდეს არსებული ტერმინალი და ახალი ტერმინალი.

"არსებული მთლიანად იქნება ჩამოფრენის ტერმინალი, ხოლო ახალი ნაწილი დაეთმობა გამფრენ მგზავრებს. ეს იქნება არსებული შენობის გაგრძელება, შეიძლება ცოტა დიდიც იყო. თუმცა, ვიზუალურად იქნება ერთი მთლიანობა, " - აღნიშნა ქეთევან ალექსიძემ.

ახალი ტერმინალი მგზავრებს 2018 წლიდან მოემსახურება.


ამ დროისთვის ქუთაისის აეროპორტში სპეციალური სამზადისი მიმდინარეობს.

ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტში მგზავრებს სიუპრიზები ელოდებათ.

Print