ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით მგზავრებს სიურპრიზები ელოდებათ
FaceBook
ევროპასთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრებს სიუპრიზები ელოდებათ. ამასთანავე, ეწყობა სპეციალური დეკორაციები.

მგზავრთა ნაკადის მომატების გამო, კი აეროპორტში სარეგისტრაციო დახლები და გასასვლელი დაამატეს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ქეთევან ალექსიძის თქმით, მოხდა გარკვეული ინფრასტრუქტურული რეკონსტრუქციები, რათა მგზავრთა გაზრდილ ნაკადს აეროპორტი მომზადებული შეხვედროდა. "დავნერგეთ აგრეთვე გარკვეული პროცედურები იმისთვის, რომ რეგისტრაცია უფრო გამარტივებულიყო. ვცდილობთ გავახალისოთ აეროპორტი გარკვეული დეკორაციებით. მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს სურპრიზებიც ელოდებათ“, - განაცხადა ქეთევან ალექსიძემ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ 28 მარტს ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები ბუდაპეშტის, სალონიკის, ლარნაკას და ვარშავის მიმართულებით განხორციელდება.

უახლოეს პერიოდში კი ქუთაისის აეროპორტს ახალი ტერმინალი დაემატება.

Print