ახალი ამბები
მოსწავლე-ახლგაზრდობის პარკში სიყვარულის ხეივანი გაშენდა
FaceBook
ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სიყვარულის ხეივანი გახსენეს.
ხეივანი ცაცხვის ჯიშის 50 ხე-მცენარისგან გაშენდა.

იდეის ავტორია რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი, იზა ვეფხვაძე.

მისი თქმით ინიციატივა პროექტ "სიყვარულის ხეივანი საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში" ფარგელბში ხორციელდება.

"დაახლოებიე 100-მდე ქალაქსა და სოფელში გაშენდება მსგავსი ხეივანი. ამ ხეივნების დანიშნულება არის ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გამოვუცხადოთ სიყვარული, რადგან სწორედ ეს გადაგვარჩენს" - ამბობს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დირექტორი, იზა ვეფხვაძე.

პროექტის ფარგლებში, სიყვარულის ხეივანი წყალტუბოში უკვე გაშენდა.


Print