ახალი ამბები
28 ათასი ლარი "ორმაისობის" დღესასწაულზე გალა-კონცერტისა და ქუჩის სანახაობებისთვის
FaceBook
ქუთაისი მერია "ორმაისობის", იგივე "გვირილობის" დღესასწაულთან დაკაშირებით ტენდერს აცხადებს.

უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ დღესასწაულზე გალა-კონცერტის გამართვა იგეგმება. კონცერტის ტექნიკური აღჭურვისთვის ქალაქი 18`000 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვს აცხადებს. წინადადებების მიღება 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს დასრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ქუთაისში, ორმაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გასამართი გალა-კონცერტის მომსახურება შესაბამისი სცენით, გახმოვანების აპარატურით, სასცენო განათებით, ხმისა და განათების რეჟისორითა და ტექნიკური პერსონალით.

ქუთაისის მერია ,,ორმაისობის" ფარგლებში, ქუჩის სანახაობების ორგანიზებისთვისაც აცხადებს 10 ათას ლარიან სახელმწიფო შესყიდვას. წინადადებების მიღება 6 აპრილს დაიწყება და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ "მიმწოდებელმა"უნდა უზრუნველყოს ნიღბებით შემოსილი პერსონაჟების მიერ თეატრალური დადგმის ორგანიზება, პანტომიმის მსახიობების მომსახურება, თოჯინების წარმოდგენა საბავშვო თემატიკაზე, იმერული საოჯახო მარნების ღვინის გამოფენა, წიგნების ფესტივალის ორგანიზება, პოლიგრაფიული ნაწარმის დამზადება, შესაბამისი გახმოვანების აპარატურით მომსახურება და სცენის მონტაჟი-დემონტაჟი.

ეს ღონისძიებები 2017 წლის 2-3 მაისს უნდა განხორციელდეს.

ყველა ზემოთაღნიშნული აქტივობა უნდა ჩატარდება ღია ცის ქვეშ.

Print