ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ნაქსოვი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია გერმანიის ქალაქ ვადერნის "მქსოველ ქალთა საზოგადობის" მიერ შექმნილი სხვადასხვა ნივთები.

გამოფენის ორგანიზატორია ქართულ-გერმანული ცენტრი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სოცაილურად დაუცველი ოჯახებისთვის საჭირო ნივთების შეძენას მოხმარდება.

"ნამუშევრები შექმნილია სპეციალურად ქუთაისისთვის. სათამაშოების, პლედების და სხვადასხვა ნივთების ნაწილი უკვე დავურიგეთ შეჭივრებულ ოჯახებს. ნაწილი კი გამოვიტანეთ გასაყიდად, იმითვის, რომ სხვა ოჯახებსაც დავეხმაოთ", - განაცხადა ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმძღავნელმა, ნანა მეგრელიშვილმა.

ქართულ-გერმანულმა ცენტრმა სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად გამოფენა გაყიდვა 2016 წელსაც გამართა. ცენტრში აცხადებენ, რომ გასულ წელს 300 ოჯახის დახმარება შეძლეს.

წერეთლის უნივერსიტეტში გამოფენა-გაყიდვა მიმდინარე წლის 25 მარტს დასრულდება.


Print