ახალი ამბები
ქუთაისში ხუნდაძის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია იწყება
FaceBook
ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობისთვის მერიამ 896 661 ლარად შეფასებული ტენდერი გამოაცხადა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ქუჩის ზედა და ქვედა მონაკვეთზე ბეტონის ფილები დაიგება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 90 დღის ვადაში უნდა დაასრულოს.

ელექტორნული შესყიდვა (SPA170004365) მიმდინარე წლის 16 მარტს გამოცხადა და მასზე წინადადებების მიღება 7 აპრილს დასრულდება.


Print