ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტი სტუდენტების დაფინანსებას იწყებს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს სწავლის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს.


გარკვეული კატეგორიის სტუდენტები, სესემტრის განმავლობაში დაფინანსების სახით 100, 200 და 300 ლარს მიიღებენ.

პროექტს სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობა ახორციელებს, სადაც აცხადებენ, რომ დაფინანსება იმ სტუდენტებს გადაეცემათ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებულნი. დაფინანსებას, ასევე, მიიღებენ ცოლ-ქმარი ან დედმამშვილი სტუდენტები და საქართველოს ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებული და დედმამით ობოლი სტუდენტები.

"პროექტი მხოლოდ გარკვეული კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი სტუდენტებისთვის ცხადდება. მათთვის ეს დაფინანსება მნიშვნელოვანია, რომ სწავლის საფასური გადაიხადონ. რამდენი განაცხადიც შემოვა ვეცდებით ყველას დავეხმაროთ," - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი, გიორგი ოკრიბელაშვილი.

მისი თქმით, სტუდენტების დაფინანსების ოდენობა მათი სტატუსის და ეკონომიური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება.

დაფინანსების მისაღებად სტუდენტების რეგისტრაცია იწარმოებს მიმდინარე წლის 15 აპრილამდე, სასწავლებლის #1130 აუდიტორიაში.

 

Print