ახალი ამბები
9 აპრილის მემორიალი ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გადაიტანეს
FaceBook
9 აპრილის მემორიალის მონტაჟი ქუთაისის  ცენტრალურ ბულვარში უკვე დასრულდა. 
ცისფერყანწელთა ქუჩიდან მემორიალის დემონტაჟი 23 მარტს დაიწყო. სამუშაოები ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" შეასრულა. 

ქალაქის ცენტრალურ ბაღში მემორიალის გადატანის იდეა"ეროვნულ მოძრაობას" ეკუთვნის. 

მემორიალის ძველი ადგილი არც ადგილობრივ თვითმმართველობას მოსწონდა. ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის თქმით, ის აქამდე შეუფერებელ ადგილზე იყო განთავსებული.

მემორიალის გადატანაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო.

მიმდინარე წლის 4 მარტს კი, არასამათავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქუთაისის მერია მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას გეგმავდა.

ადგილობრივი თვითმმართველობა ამ ინფორმაციას  აბსურდულს უწოდებს.



Print