საქართველოს პარლამენტმა დიდგორის ომის უქმე დღედ გამოცხადებას
პირველი მოსმენით ხმარი დაუჭირა.
"შრომის კოდექსში" ცვლილების მომხრე 90 დეპუტატი აღმოჩნდა,
წინააღმდეგი - ერთი.
კოდექსით განსაზღვრულ
უქმე დღეებს 12 აგვისტო - საქართველოს დიადი გამარჯვების
დღე დაემატება და მათი რიცხვი უკვე 18 გახდება.
ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს ეკუთვნით. მას მხარი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დაუჭირა.
კანონპროექტი განსახილველად პლენარულ სხდომაზე ორი მოსმენის შემდეგ
უნდა დაამტკიცონ.
რას ფიქრობენ ქუთაისელები დიდგორის ომის დღის უქმე დღედ გამოცხადებზე?
- ნახეთ "ქუთაისიპოსტის"
ვიდეო გამოკითხვა.
უქმე დღეებს საქართველოს შრომის კოდექსი განსაზღვრავს. კოდექსის 20-ე
მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ
სამუშაოს შესრულება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა. დასაქმებული კი
უფლებამოსილია, უქმე დღეების ნაცვლად, სხვა დასვენების დღეები
მოითხოვოს, რაც შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს.
მსოფლიოში ყველაზე მეტი დასვენების დღე
ინდოეთშია. ამ ქვეყანაში 21 ოფიციალური უქმე დღეა. დასვენების დღეების
რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზე 18 დღით ფილიპინები და კოლუმბიაა,
მესამეზე კი ჩინეთი 17 უქმეთი. აღმოჩნდა, რომ საქართველო, ასევე 17
უქმე დღით, ჩინეთის გვერდით დგას.
მასალის გამოყენების პირობები