ახალი ამბები
"კიკვიძის ძეგლი არ გადაუტანიათ და 9 აპრილის მემორიალი გადააქვთ" – გია გოქაძე
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებლი, გია გოქაძე ქალაქის ცენტრში არსებული, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალის ადგილის შეცვლას აპროტესტებს.

ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებულ 9 აპრილის მემორიალს ქალაქის ცენტრალურ ბაღში, დები იშხნელების მოპირდაპირე მხარეს გადაიტანენ. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

მიმდებარე მიწის ნაკვეთის გასხვისებას განზრახვის თაობაზე არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია გოქაძე აქამდეც საუბრობდა.

ინფორმაციას მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში აბსურდული უწოდეს. 

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები, ქუთაისში ბოლო პერიოდში მიწის ნაკვეთების გაცემის უარყოფით ტენდენციებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამის უკან ქალაქის მერის, შოთა მურღულიას ინეტერესები დგას.

"ქალაქის მერის მადის დაკმაყოფილებას საზღვარი არ აქვს. კიკვიძის ძეგლი არ გადაუტანიათ და 9 აპრილის მემორიალი გადააქვთ. საქართველოს ისტორიაც არ იცის ამ ხალხმა. აქ აშკარად იკვეთება შოთა მურღულიას ინტერესები", – ამბობს გია გოქაძე. 

ადგილობრივ თვიმმართველობაში აცხადებენ, რომ მემორიალი შეუფერებელ ადგილზე იყო. მათივე თქმით, გაჟღერებული ვერსია, თითქოს იმ ადგილის გაყიდვა იგეგმება სადაც ამ დრომდე იყო განთავსებული მემორიალი, სიმართლეს არ შეესაბამება.
Print