ახალი ამბები
9 აპრილის მემორიალი ქუთაისის ცენტრალურ ბაღში გადააქვთ
FaceBook
ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე არსებული 9 აპრილის მემორიალი ქალაქის ცენტრალურ ბაღში გადააქვთ.
სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული  ააიპ "სპეციალური სერვისები" ახორციელებს, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. 

"უკვე დაწყებულია  მემორიალის ამოღების სამუშაოები, მაგრამ რამდენი ხანი დასჭირდება გადატანისთვის რთული სათქმელია",  - ამბობს "სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიორგი მჟავანაძე.

9 აპრილის  მემორიალთან დაკავშირებით განცხადება მიმდინარე წლის 4 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელმა, გია გოქაძემ გააკეთა. მისი თქით, ქუთაისის მერია მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას  გემგავს.

ინფორმაციას მაშინ აბსურდული უწოდეს ადგილობრივ თვითმმართველობაში.


Print