ახალი ამბები
CV-ისა და სამოტივაციო წერილის შედგენაზე, ქუთაისის მერიის ორგანიზებით, ტრენინგი ჩატარდება
FaceBook

ქუთაისის მერიამ, CV-ისა (რეზიუმე) და სამოტივაციო წერილის შედგენაზე ტრენინგის მომზადების მიზნით, 2498 ლარად შეფასებული ტენდერი (SPA170004587) გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ტრენინგი პროექტის "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისათვის" ფარგლებში ჩატარდება.

მასში მონაწილეობას 18-25 წლის 22 ახალგაზრდა მიიღებს. ისინი რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენის გარდა, განათლების ტიპების,
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ეფექტური კომუნიკაციისა და კულტურული მრავალფეროვნების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

ტრენინგი 2017 წლის 29 აპრილიდან 5 ივნისის ჩათვლით გაიმართება, მონაწილეობის მსურველებს კი 10 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით შეარჩევენ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 8 საათიანი სატრენინგო კურსი შესვენებასა და 22 პერსონაზე გათვლილ ლანჩს მოიცავს. ტრენინგის მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ეს ახლგაზრდების ინიციავიტების ფარგლებში შემოსული პროექტია.

"მისი მიზანია მოხდეს ქუთაისში არაფორმალური განთლების პოპულარიზაცია და ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება განივითარონ სხვადასხვა კომპეტენციები. გაძლიერდნენ, გააქტიურდნენ და ჩაერთონ ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებში," - განმარტავენ ქუთაისის მერიაში.


 

Print