ახალი ამბები
გალში, სავარაუდო შურისძიების მიზნით, საცხოვრებელი სახლი დაწვეს
FaceBook
გალში, საცხოვრებელ სახლში ასაფეთქებელი მოწყობილობა შეაგდეს, რის შედეგადაც ორსართულიანი სახლი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევა, სამი დღის წინ, ღამის საათებში მოხდა. ადგილობრივების თქმით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახლში შეგდების მომენტში ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. თუმცა, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახს დიდი ოდენობით ფული მოთხოვეს და უარის მიღების შემდეგ სახლის გადაწვა გადაწყვიტეს.

"ეს ოჯახი ორი წლის წინათ დააყაჩაღეს, მაშინ ოჯახმა წინააღმდეგობა გაუწია, თავდამსხმელს თოფი ესროლა და ერთ–ერთი ყაჩაღი მოკლა. შეიძლება სახლის გადაწვა შურისძიებას უკავშირდებოდეს", –ამბობენ მეზობლები.

მოსახლოების თქმით, დამნაშავეები ჯერ დაკავებულები არ არიან. მილიციამ კი გამოძიება დაიწყო. 


Print