ახალი ამბები
პარლამენტის შენობაში ჰაერის დაბინძურება დასაშვებ ნორმას აღემატება
FaceBook
საქართველოს პარლამენტის შენობაში ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემცველობა დასაშვებ ნორმას აღემტება.
საკანონმდებლო ორგანოს ჯანდაცვის კომიტეტის ინიციატივით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ჰაერში მავნე ნივთიერებების მაღლი კონცენტრაცია სპეციალური კვლევების შედეგად დააფიქსირეს.

პარლამენტის შენობაში ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემცველობა 0.08 მგ/მ3 აღმოჩნდა.

ორგაზანიციის ხელმძღვანელის, კახა ღვინიანიძის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ამ დონეს არაჯანსაღი მდგომარეობა ეწოდება.

"ეს მიუთითებს, რომ თუ პარლამენტის შენობაში მოწევა არ აიკრძალება, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ შენობაში მუშაობს, არის სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკის ქვეშ",  - განმარტა კახა ღვინიანიძემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ჰაერში წვრილი ნაწილაკების დასაშვები ნორმა 0,035 მგ/მ3 - ია.

მომდევნო პლენარულ სხდომაზე "თამბაქოს კონტროლის" შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს განიხილავენ. პროექტის მიხედვით, თამბაქოს მოხმარება აიკრძალება ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის, აგრეთვე, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების გარდა.

გარდა ამისა, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გემზე და სხვა სანაოსნო საშუალებებზე, ტაქსისა და კატერის გარდა. წესების დარღვევის შემთხვევაში მოქალაქე 5 ლარით დაჯარიმდება, ხოლო საჰაერო ხომალდში მოწევისთვის – 500 ლარით.


Print