ახალი ამბები
ბაღდათში მიწისძვრა მოხდა
FaceBook
ბაღდათში 3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. შემთხვევა დაახლოებით 1 საათის წინ დაფიქსირდა.
ბიძგები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ ქვედა ზეგანში იყო.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ შემთხვევას ნგრევა არ მოყოლია და ის ბაღდათის ცენტრში არ იგრძნობოდა.

"სიმართლე გითხრათ არც გვიგრძვნია და შემთხევას არავითარი ზიანი სოფლებისთვის არ მოუტანია"- ამბობს ბაღდათის საკრებულოს თავმჯომარე, გრიგოლ მაჩიტიძე.

Print