ახალი ამბები
"გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" - უანგარო დონაციის აქცია პარლამენტში
FaceBook
საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები უანგარო დონაციაში ჩაერთნენ.

აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივით და "ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის სისხლის ბანკის" მონაწილეობით გაიმართა.

"პარლამენტის წევრთა აქტიურობა დიდია, მათ სურთ ამ აქციაში ჩართვა," - ამბობს სისხლის ბანკის ლაბორანტი, ხათუნა სამადალიშვილი.

"ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის" წარმომადგენელთა განმარტებით, პარლამენტში გამართული აქციის ფარგლებში გაღებული სისხლი საქართველოს მასშტაბით 70-მდე კლინიკას გადაეცემა, რომელიც სხვადასხვა დაავადებით დაავადებულ პირებს მოხმარდება.

Print