ახალი ამბები
პარლამენტის სხდომა ქვორუმის გამო ვერ იწყება
FaceBook
საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ქოვრუმის არარსებობის გამო ვერ იწყება.
სხდომაზე რეგისტრაცია 66-მა დეპუტატმა გაიარა. ქვორუმისთვის კი 76 დეპუტატის ხმაა საჭირო.

მე-9 მოწვევის პარლამენტში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა ვერ იწყება.

პარლამენტარებმა რამდენიმე საკითხი უნდა განიხილონ, რომელთა შორის "საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებია.

ამ საკითხზე მომხსენებელი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე გახლავთ.

დღევანდელი პლენარული სხდომა 12:00 სთ-ზე უნდა დაწყებულიყო.
Print