ახალი ამბები
ქუთაისში მაღაზიის მძარცველს თანამშრომელმა გოგონამ სცემა
FaceBook
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიის ყაჩაღური თავდასხმის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს.
შემთხვევა, მიმდინარე წლის 21 მარტს, 24 საათზე მოხდა. თავდასხმის მცდელობის დროს შენობაში სასურსათო მაღაზიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდა. ისინი ჩვენთან საუბარში განმარტავენ, რომ მაღაზიაში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც თანხის გამოძალვა სცადა.

"ახალგაზრდა ბიჭი კეპის ქუდით და დანით ხელში შემოვარდა და ჩვენი შეშინება სცადა. ალბათ ეგონა, რადგან გოგოები ვიყავით შეგვაშინებდა, მაგრამ პირიქით მოხდა. არ შევშინდი და საკუთარი ხელებით ვცემე. ისეთ დღეში ჩავაგდე პატრულის მოსვლას ნატრობდა. ამასობაში მეორე თანამშრომელმა პატრულს გამოუძახა და ისიც 10 წუთში მოვიდა", - ამბობს მარკეტის თანამშრომელი.

ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ პირი რომელმაც მარკეტის დაყაჩაღება სცადა, ამავე უბანში ცხოვრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა წარსულშიც ნასამართლევია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროში ბუხაიძის ქუჩაზე მარკეტის დაყაჩაღების მცდელობას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში პირს ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Print