ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტებისთვის ფოტოკონკურსს აცხადებს. ის პროექტის "ჩემი თვალით დანახული საკუთარი პროფესიის" ფარგლებში ხორციელდება.

კონკურსში მონაწილეებმა მათ მიერ არჩეული პროფესიის ამსახველი კრეატიული ფოტოები უნდა წარმოადგინონ. პროექტის კოორდინატორის ვანო ჟორჟოლიანის თქმით, კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ უნდა, რაც სოციალური ქსელის და ასევე, სასწავლებლის #1135 აუდიტორიაში არის შესაძლებელი.

"წარმოდგენილი ფოტოები შეირჩევა იმის მიხედვით  სტუდენტის მიერ რამდენად შემოქმედებითად იქნება დანახული საკუთარი პროფესია", - ამბობს ვანო ჟორჟოლიანი.

კონკურსში მონაწილოების მსრუველებმა თავიანთი ნამუშევრები მიმდინარე წლის 31 მარტამდე უნდა წარმოადგინონ, ხოლო ჟიურის მიერ მოწონებული და შერჩეული ფოტოები 20 აპრილამდე წერეთლის უნივერსიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდება. საპრიზო ადგილების გამოვლენა სოციალურ ქსელში მოწონებისა და გაზიარების მიხედვით მოხდება.

კონკურსში პირველი ადგილის მფლობელს 500, ხოლო მეორე ადგილზე გასულს 300 ლარი გადაეცემა, ასევე თავიანთ რჩეულს გამოავლენს ჟიური. 

"ჟიუტის შერჩევა ამ დროისთვის მიმდინარეობს, რაც შეეხება გამარჯვებულებს, თუ სტუდენტს ექნება დაფინანსება, მაშინ კუთვნილი თანხა მას სტიპენდიის სახით გადაეცემა. მაგრამ თუ გამარჯვებულებს ექნებათ დასაფარი სწავლის გადასახადი, მაშინ მას სწავლის საფასურის დასაფარად ჩაურიცხავთ მოგებულ თანხას", - ამბობს ვანი ჟორჟოლიანი.

პროექტის "ჩემი თვალით დანახული საკუთარი პროფესია", რომელიც წერეთლის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდება. გამარჯვებულები მიმდინარე წლის მაისში გამოლინდებიან.

 

Print