ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში ძლიერ ქარს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ქარია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველს უმეტეს რაიონში აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 17-22 კმ/სთ იქროლებს.

"ქუთაისში 26 მარტს იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტმანეტის ხელმძღვანელი, დოდო გავაზავა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციითვე, დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში მიმდინარე წლის 22 მარტს ყინვა არის მოსალოდნელი. რამაც შესაძლოა ხეხილის საადრეო ჯიშების დაზიანება გამოიწვიოს.



Print