ახალი ამბები
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკი ნახევარი საათით გახანგრძლივდა
FaceBook
ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი გაზაფხულის გრაფიკზე გადაერთო, რომლის შედეგადაც მათი მუშაობა ნახევარი საათით გახანგრძლივდა.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსები  7:00 საათზე დაიწყებენ მუშაობას და მგზავრებს ღამის 23:00 საათამდე მოემსახურებიან. აქამდე ისინი, ზამთრის გრაფიკის მიხედვით, მუშაობას 22:00 საათზე ასრულებდნენ.

რაც შეეხება საქალაქო ავტობუსებს, მათი გრაფიკში ცვლილებები არ შესულა.

ავტობუსები მუშაობას დილის 7:00 საათზე დაიწყებენ და საღამოს 20:00 საათზე დაასრულებენ.

Print