ახალი ამბები
კორპუსს, საიდანაც ჩამონგრეულმა ფასადმა გოგონა იმსხვერპლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
FaceBook

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე # 10 კორპუსს, რომლის სახურავიდანაც კედლის ნაწილის ჩამონგრევას 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა, რეაბლიტაცია ჩაუტარდება.

კორპუსის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ახალი თავმჯდომარე, თემურ კუპრაშვილი ამბობს, რომ ამ თემაზე ქუთაისის მერიაში უკვე ჰქონდათ შეხვედრა.

"მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ვიყავით უკვე მერიაში და ვისაუბრეთ შენობის სახურავის რეაბილიტაციაზე. ხარჯთაღრიცხვა შედგება, 90%–ს მერია დააფინანსებს, დანარჩენს მოსახლეობა დაფარავს", – ამბობს თემურ კუპრაშვილი.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტის მას შემდეგ განხორციელდება, როცა ამხანაგობა შესაბამის პროექტს ადგილობრვ თვითმმართველობაში შესაბამის პროექტს წარადგენს. თანხის რაოდენობა კი, პროექტზეა დამოკიდებული. 

ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის # 10–ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადიდან ნალესი კედლის ჩამონგრევის შედეგად 12 წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.


ამავე თემაზე:

ქუთაისში კორპუსიდან გადმოვარდნილ აგურს 12 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა
კედლის ნაწილი, რომელმაც 12 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ძველ კორპუსს მოწყდა
კორპუსი, საიდანაც კედლის ნაწილი ჩამოიშალა, ბოლოს 2012 წელს შეკეთდა

კორპუსის თავმჯდომარე, საიდანაც ჩამონგრეულმა ფასადმა გოგონა იმსხვერპლა, გადადგა
რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები ქუთაისში (ფოტორეპორტაჟი)

 

Print