ახალი ამბები
ქუთაისელი ჟურნალისტები სხვა რაკურსით (ფოტო)
FaceBook
ქუთაისის ოპერის თეატრის  ფოიეში ადგილობრივი ჟურნალისტების ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი ნაქარგები, ნახატები, ხელნაკეთი ყოფითი და დეკორატიული ნივთები.


მარინა გამყრელიძის ნამუშევრები



გამოფენის ორგანიზატორი ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა გახლდათ.

"გამოფენის მოწყობის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც ჟურნალისტ თათა კაჭკაჭიშვილის ნაქარგები ვნახე. სხვა კოლეგებზეც მქონდა ინფომაცია, რომ ისინიც ხატავდნენ და ძერწავდნენ. გადავწყვიტე 21 მარტს მათთვის თავი მომეყარა და საზოგადოებისთვის ჟურნალისტები დამენახვებინა იმ ნიჭით და რესურსით, რაც მათ გააჩნიათ", - აღნიშნა გამოფენის იდეის ავტორმა, საჯარო ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ციცი ჯინჯიხაძემ.


თათა კაჭკაჭიშვილის ნაქარგი კომპოზიცია

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჟურნალსიტების დეა მანაგაძის,ნანული ცხვედიანის, თეა ჯანგავაძის,  თათა კაჭკაჭიშვილის, ხვიჩა ვაშაყმაძის, გვანცა თოთაძის, მარიკა ვაჭარაძის და სხვათა ნამუშევრები. გამოფენაში მონაწილოება  სულ 15-მა ჟურნალისტმა.


გვანცა თოთაძის ნახატი

"ჟურნალისტები არიან მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ხალხი. ეს გამოფენა ერთ-ერთი დამადასტურებელია. ჟურნალისტებს კარს მიღმა ცხოვრება ოდნავ მაინც თუ გააჩნიათ ეს ყოფილა შემოქმედება. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა თანამედროვეობის მემატიანეების შემოქმედების ხილვა", - ამბობს ჟურნალისტი გვანცა თოთაძე.


დეა მანაგაძის ნაქარგი "გოგონა ზღვის ხედით"

ოპერის თეატრის ფოიეში 40-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.


თამუნა ჯიქია კომპოზიცია
Print