ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში ბლოგერმა გურამ შეროზიამ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა
FaceBook

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, კარიერის მართვისა და განათლების როლის შესახებ, კომუნიკაციების სპეციალისტმა, გურამ შეროზიამ სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრის თემა ლოკალური და საერთაშორისო კონტაქტების მოძიება და კარიერის, კონტაქტების სწორი მართვა/მოტივაცია და განათლების როლი იყო.

,, დასაქმება ნამდვილად პრობლემაა ქვეყანაში. ამიტომ, სტუდენტებს აუცილებელია ჰქოდეთ სურვილი და შესაბამისი მოტივაცია აქედანვე დაიწყონ ამაზე ზრუნვა. ვისაუბრეთ იმ ადგილებზე სადაც შესაძლებელია დასაქმება და რა უნდა გაკეთდეს კარიერული წინსვლისთვის", - განაცხადა კომუნიკაციების სპეციალისტმა, გურამ შეროზიამ.

წერეთლის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ შეხვედრა სტუდენტების მიერ იყო ინიცირებული.

"მე ხშირად ვეცნობი გურამ შეროზიას ბლოგებს. ვითვალისწინებ მის რჩევებს, რომლებზეც ის ხშირად წერს. იმედია დღეს მისგან მიღებული ინფორმაცია დამეხმარება დავსაქმდე", - აცხადებს წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტი, მარი ნემსიწვერიძე.


 

Print