ახალი ამბები
ქუთაისში ლეგენდარული მეკარის როინ კვასხვაძის ხსოვნის საფეხბურთო ტურნირი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის როინ კვასხვაძის ხსოვნის ტურნირი მიმდინარეობს.
მასში იმერეთის რეგიონიდან 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 2004-2005 წლებში დაბადებული ჭაბუკებითაა დაკომპლექტებული.

ტურნირი ქუთაისის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით 2 ჯგუფად ტარდება და ათი დღის მანძილზე გაგრძელდება.

ფინალში გასულ გუნდებს მედლებითა და სიგელებით დააჯილდოებენ.

ლეგენდარული მეკარე როინ კვასხვაზე ქუთაისის "ტორპედოში" გასული საუკუნის 1960-იან წლებში თამაშობდა.

ამჟამად, საფეხბურთო კლუბის მეკარე მისი შვილიშვილი, უმცროსი როინ კვასხვაძე გახლავთ. ის, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეცაა.

Print