ახალი ამბები
სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვადასხვა დასახელების სპირტიანი სასმელების უაქციზოდ გადაზიდვის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სპირტიანი სასმელების აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა. საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 



Print