ახალი ამბები
წყალტუბოში საპიკნიკე ადგილის მოწყობა იგეგმება
FaceBook

წყალტუბოს პარკის ცენტრალურ ნაწილში საპიკნიკე ადგილის მოწყობა იგეგმება.


ტერიტორიაზე 6 მაგიდა და 12 სკამი განთავსდება.

 

ადგილზე, ასევე, დაგეგმილია საბილიკე გაზონის, ბეტონის საყრდენების, განათებების, საინფორმაციო დაფისა და სანაგვე ურნების მონტაჟი.

წყალტუბოს მუნიციპალიტატეში ვერ აკონკრეტებენ თუ როდის მოეწყობა ტერიტორია საპიკნიკედ.

"პროექტი დამუშავების ეტაპზეა. ვფიქრობთ, უახლოეს რამდენიმე თვეში უკვე მოხდება კეთილმოწყობა", - ამბობს ჩვენთან საუბარში წყალტუბოს მუნციპალიტეტის საქმის წარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ნათია გახოკიძე.

წყალტუბოს პარკში საპიკნიკე ტერიტორიის მოწყობის პროექტი ფონდ "აფხაზ ინტერ კონტის" მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის თანამონაწილეობით ხორციელდება.
Print